აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი პარასკევს აშშ-ში ვიზიტით მყოფ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
„ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, ხელი მოვაწერეთ ისტორიულ აბრაამის შეთანხმებას [2015 წლის სამშვიდობო შეთანხმება ისრაელს, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის]. მშვიდობის ჩემი დღის წესრიგი [სიძლიერის დემონსტრირებით] მსოფლიოს აჩვენებს, რომ ეს საშინელი ომები და კონფლიქტები უნდა დასრულდეს. მილიონობით ადამიანი კვდება და კამალა ჰარისს არანაირად არ ძალუძს ამის შეჩერება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.