leaderboard_below_slide
left_sabechdi

კაცი, რომელიც 15 წელი ავადმყოფობის გამო შვებულებაში იყო, დამსაქმებელს იმის გამო უჩივის, რომ ხელფასი არ მოუმატეს

კაცი, რომელიც 15 წელი ავადმყოფობის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, დამსაქმებელს იმის გამო უჩივის, რომ ხელფასი არ მოუმატეს. კაცი შვებულებაში 2008 წლიდან გავიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

იან კლიფორდი დასაქმებული იყო ტექნოლოგიურ გიგანტ IBM-ში, მაგრამ 2008 წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიზეზების გამო, შვებულება აიღო.

კომპანიამ კლიფორდთან შეთანხმებას მიაღწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ჯერ კიდევ იყო IBM-ის თანამშრომელი, მაგრამ არ ჰქონდა „მუშაობის ვალდებულება“ და ხელფასსაც ჩვეულებრივად აიღებდა.

მან 2013 წელს დაიჩივლა, რომ არ მიუღია გაზრდილი ხელფასი მას შემდეგ, რაც სამსახურიდან პირველად წავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის გადაწყვეტილებით ის ანაზღაურებას 65 წლამდე მიიღებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი კლიფორდისთვის. მან კომპანიას ტრიბუნალში შშმ პირის დისკრიმინაციის მოტივით უჩივლა. კლიფორდმა თქვა, რომ მას „არასახარბიელოდ” ეპყრობოდნენ.

დასაქმების ტრიბუნალმა უარყო მისი მოთხოვნა.

კლიფორდს რეალურად უთხრეს ის, რასაც ჩვენ ალბათ ყველა ვფიქრობთ – რომ ის იღებდა „ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს“ ამ პირობებშიც კი.

„აქტიურ თანამშრომლებს შეუძლიათ ხელფასის მატება, მაგრამ არააქტიური თანამშრომლები ამით ვერ ისარგებლებენ“, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლე ამტკიცებდა, რომ თუნდაც მისი ხელფასი წელიწადში განახევრებულიყო ოცდაათი წლის განმავლობაში, ეს მაინც იქნებოდა ძალიან „არსებითი სარგებელი”.

ასევე იხილეთ