გიორგი გველესიანმა პერსეპოლისთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გველესიანი კარიერას ისევ ირანის ჩემპიონში, პერსეპოლისში გააგრძელებს.
33 წლის მცველმა და კლუბმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზე თანამშრომლობა ერთი წლით განაახლეს. ასე რომ, გიორგი ისევ პერსეპოლისის ღირსებას დაიცავს, რომლის რიგებში წელს ირანის ჩემპიონი გახდა და საჩემპიონო მატჩიც მისმა გუნდმა ქართველი მცველის გოლით მოიგო.
გიორგი გველესიანი პერსეპოლისში 2022 წლიდან თამაშობს (64 მატჩი, 16 გოლი) და ირანული კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა ლეგიონერთა შორის. მანამდე ის ირანში ზობ აჰანის, ნასაჯის და სეპაჰანის ღირსებას იცავდა. მანამდე ის, დინამო თბილისის წევრი იყო.
გიორგი გველესიანს საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული (1 საგოლე პასი). მას დებიუტი ევროპის ჩემპიონატის წინ მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, ხოლო უშუალოდ ევრო 2024-ზე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.