„რომელი უფრო ნამუს ახდილია, ხაზარაძე, რომელიც ელისაშვილს ცემით ემუქრებოდა თუ ალეკო, რომელიც პატიმარ ბიზნესმენებზე „ახეულ” კომპანიებს და სააკაშვილის ჯიბის მევახშეობას უხსენებდა მამუკას?!” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რადიკალებისგან არაფერია გასაკვირი.
„პრინციპში, პოლიტიკური ვოდევილია რა – კინტო და აღა გეორქა დაძმობილდნენ…
მოკლედ, რადიკალებისგან არაფერია გასაკვირი უბრალოდ, რომ აღარ ელოდები, იმაზე მახინჯ ანტურაჟს ქმნიან და კარგია, ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას შეუერთდა.