რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
“რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
“შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობასა და განვითარების შედეგად მიღებული სარგებლის შესახებ.
ასევე, გაეცნენ რაჭის ეროვნულ პარკში მოქმედ ძირითად რეგულაციებს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ უფლებებს, დაგეგმილ სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც ადგილობრივი თემების საჭიროებებზე იქნება მორგებული.
რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი შეხვედრების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ეტაპობრივად არის დაგეგმილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.