left_sabechdi

გერმანიაში ველური ზაზუნების გადასახლებაზე 2,5 მილიონი ევრო დაიხარჯება

გერმანიის ქალაქ ერფურტში ველური ზაზუნების გადასახლებაზე 2,5 მილიონ ევროს დახარჯავენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის განმარტებით, საქმე ისაა, რომ ქალაქში ორი ახალი სკოლის აშენებას გეგმავენ, თუმცა გაირკვა, რომ სამშენებლო მოედნებზე მინდვრის ზაზუნები ბინადრობენ – ზუსტად 39 ცალი. ადგილიდან მღრღნელების „გაძევება“ ვერ ხერხდება, რადგან ისინი გადაშენების რისკის წინაშე დგანან და წითელ წიგნში არიან შეტანილები. ამიტომ ერფურტის ხელისუფლებამ მათთვის გადასახლების ორგანიზება გადაწყვიტა. თითოეული ზაზუნის გადასახლება ბიუჯეტს 64 ათასი ევრო დაუჯდება.

სანამ გადასახლების დეტალები ზუსტდება, სამშენებლო პროცესი შეჩერებულია. მშენებლები ვარაუდობენ, რომ სკოლების მშენებლობას 2026 წლის ბოლოსკენ დაიწყებენ და 2029 წლის ზაფხულში დაასრულებენ.

ასევე იხილეთ