ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს “ბორჯღალოსნების” მე-3 ტესტ მატჩი იწვევდა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება. მსოფლიო თასების მიღმა, “ვოლაბებმა” და “ბორჯღალოსნებმა” პირველი მატჩი გამართეს, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით, 40:29 დასრულდა.
მართალია, საქართველო დამარცხდა, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს 4 ულამაზესი ლელო გაუტანეს და მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. სწორედ ამის შესახებ წერს ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა, რომელმაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ბრწყინვალე მომავალი უწინასწარმეტყველა.
„შესაძლოა, ავსტრალიაში ისტორიაში პირველად გამართულ ტესტ-მატჩში განვითარებადი ქვეყანა დამარცხდა, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა” სანახაობრივი დაპირისპირება შემოგვთავაზეს და რიგ ეპიზოდებში მასპინძლებს მძიმე დარტყმაც მიაყენეს. ეს არის სოლიდური განაცხადი, რომ „ბორჯღალოსნების” განვითარება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და კარგი ნიშანი იმისა, რომ მათი მომავალი ბრწყინვალეა. თუ დავაკვირდებით იმ გზას, რომლითაც საქართველო ვითარდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის დაიკავებენ „ბორჯღალოსნები” ელიტაში კუთვნილ ადგილს”.