leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ელისაშვილის და ხაზარაძის იძულებითი ერთობა არც ქართველი ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ იქნება

„ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება პოლიტიკურად ვერამტან ადამიანთა იძულებითი ერთობა იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ერთობა არც ქართველი ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ იქნება.

„ალეკო ელისაშვილს თავისი გასაჭირი ეყოფა, ეს ადამიანი აჭრილია თავიდან ბოლომდე. ელისაშვილმა ხაზარაძეს არაკაცი ეძახა და სადაც მე ვიქნები, იქ ახლოს გავლილი არ დაგინახოო. რაც მან იკადრა მამუკა მდინარაძის მიმართ, თუ რაიმე გააჩნდა, გაშიფრული და ჩამონგრეულია. ეს იქნება პოლიტიკურად ვერამტან ადამიანთა იძულებითი ერთობა, რაც არაფერი კარგის მომტანია არც ქართველი ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ