„ვფიქრობ, გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც ძიუდოისტი. ახალა უფრო მეტად ჩამოყალიბებული ვარ ძიუდოში და მეტად მზად ვარ ოლიმპიური თამაშებისა და გამარჯვებისთვის”, – ამის შესახებ ლაშა ბექაურმა გადაცემაში „შუადღე” ისაუბრა.
„შეიძლება, რაღაც დაბრკოლება შეგხვდეს, მაგრამ მიზეზებს არ უნდა დაუწყო ძებნა. რა მოცემულობაც გაქვს, იმით უნდა შეეცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო.
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო ჩემს კარიერაში. ვფიქრობდი, როგორ შევძელი ასეთი მხრით ოლიმპიური ჩემპიონობა. ძალიან რთული და მძიმე ტრავმა იყო, მაგრამ შევძელით იმ ეტაპამდე მიგვეყვანა ეს ხელი, რომ ელემენტარული – ხელის ჩაჭიდება შემძლებოდა. მიკვირს, რომ შევძელი.
თუ ადამიანის სურვილი დიდია, შეიძლება, დაბრკოლება არც კი არსებობდეს. მთავარია, რამდენად გულით გინდა და გწამს და აუცილებლად მიაღწევ”, – ისაუბრა სპორტსმენმა გადაცემაში „შუადღე”.