leaderboard_below_slide
left_sabechdi

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში გაიქცა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორზე, ალექსანდრ ბორტნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მისი რუსეთში ექსტრადირება, ბორნტიკოვმა უპასუხა, „ვმუშაობთ თურქებთან, ვმუშაობთ. მაგრამ ვნახოთ“.

პარალელურად თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ევგენი სერებრიაკოვი.

აფეთქების შედეგად დაშავებულია ცოლ-ქმარი.

მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მკვლელობის მცდელობა, რომელიც დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

მოსკოვში ავტომობილი დღეს ააფეთქეს.

ასევე იხილეთ