leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: არჩევანი იქნება სიბნელესა და სინათლეს შორის, ურწმუნოებასა და რწმენას შორის, ორ ფეხზე დგომასა და ასკინკილით სიარულს შორის

„ჩვენ გვაქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც გამოიხატება 60 %-ში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართულ ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევანი იქნება სიბნელესა და სინათლეს შორის, ურწმუნოებასა და რწმენას შორის, ორ ფეხზე დგომასა და ასკინკილით სიარულს შორის.

„ჩვენ გვაქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც გამოიხატება 60 %-ში. ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ, 29 აპრილსა და 17 მაისს ხალხის მიერ გამოხატული ნება, რომელიც მხარს უჭერს ამ ქვეყნის ღირსებას, სარწმუნოებას, ორ ფეხზე მყარად დგომას და ზუსტად ასეთი არჩევნები გველის – არჩევანი იქნება სიბნელესა და სინათლეს შორის, ურწმუნოებასა და რწმენას შორის, ორ ფეხზე დგომასა და ასკინკილით სიარულს შორის“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ასევე იხილეთ