leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: არ მგონია, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ასე დაგვიყენონ საკითხი – ან ევროპა ან მიხეილ სააკაშვილი, ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა

არ მგონია, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ასე დაგვიყენონ საკითხი – ან ევროპა ან მიხეილ სააკაშვილი, ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა. ასე საკითხის დაყენებას უმძიმესი შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„თუკი ასეთი საკითხები იქნება დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნასთან – თუ ლგბტ პროპაგანდა არ გაღვივდა საქართველოში, თუკი მიხეილ სააკაშვილი მოდერნიზაციის სიმბოლოდ არ მივიჩნიეთ, მოლაპარაკებებს არ გაგიხსნითო – მაშინ ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე დავდგებით, თუმცა გარანტირებულად მგონია, რომ ასეთი ცუდი არჩევანის წინაშე არ დავდგებით. რადგან არცერთი ქართველი კაცი და ქალი, საქართველოს მოქალაქე არასდროს დათმობს სიმართლეს, ეროვნულობას, ეროვნულ იდენტობას, ტრადიციებს და ამის ხარჯზე თუ შეიძლება, ევროპელობას ნუ შემოგვთავაზებთ. ეს არის პრინციპული პოზიცია და არ მგონია, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ასე დაგვიყენონ საკითხი – ან ევროპა ან მიხეილ სააკაშვილი, ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა. ასე საკითხის დაყენებას უმძიმესი შედეგები მოჰყვება და ასე პესიმისტურად მე არასდროს ვიფიქრებ. ასე საკითხი არავინ უნდა დააყენოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ