leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ჩაფიძის გულის ცენტრში” მრავალფეროვან კარდიოლოგიურ სერვისებთან ერთად, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ფართო სპექტრის ნეფროლოგიური მომსახურებით

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ხშირ შემთხვევაში, ასოცირებულია თირკმელების დაავადებებთან და პირიქით, თირკმლის დაავადებებიც წარმოადგენს კარდიო-ვასკულური დაავადებების განვითერების რისკებს, რაც წარმოადგენს ერთგვარ მანკიერ წრეს.

„ჩაფიძის გულის ცენტრში” მრავალფეროვან კარდიოლოგიურ სერვისებთან ერთად, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ფართო სპექტრის ნეფროლოგიური მომსახურებით. ცენტრში შესაძლებელია თირკმელების მწვავე დაზიანების და ქრონიკულად მიმდინარე თირკმელების დაავადებების გამოვლენა, ასევე, სრული კლინიკო-ბიოქიმიური და რადიოლოგიური კვლევების ჩატარება, რათა დროულად იქნეს დიაგნოსტირებული თირკმლის პრობლემები და მოხდეს ადეკვატური მედიკამენტოზური თერაპიის შერჩევა.

ასევე, შესძლებელია, ჩვენების შემთხვევაში, თირკმელჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება (ინვაზიური პროცედურების, პოსტოპერაციული გართულების, თირკმელების მწვავე და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში).

სეანსები ტარდება “FRESENIUS”-ის ფირმის თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

კლინიკაში სპეციალისტთან ვიზიტის დასაგეგმად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით – 032 240 23 22

ჩვენი მისამართია: თბილისი, ნინო ჯავახიშვილის ქ.№ 1

ასევე იხილეთ