leaderboard_below_slide
left_sabechdi

გაიცანით მაკა აფაქიძე – აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მულტიპროფილური პათოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელი

მაკა აფაქიძე – აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მულტიპროფილური პათოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელი

„პალატაში რომ შევდივარ, განცდა მაქვს, თითქოს ჩემი ახლობელი წევს ჩემ წინ და უნებურად, მათი ტკივილი მიმაქვს გულთან ძალიან ახლოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკაში მყოფ პაციენტს პერსონალი როგორ შეხვდება, როგორ გაესაუბრება, როგორ გაუჩენს ნდობას და იმედს… ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც კმაყოფილ, მადლიერ პაციენტს ვაცილებთ.

ბავშვობიდან მიყვარდა მედიცინის სფერო. ჩემი მისწრაფება რეალობად ვაქციე და ამ ეტაპზე ვეუფლები მედდის პროფესიას, მეორე კურსის სტუდენტი ვარ, პარალელურად ვმუშაობ ჩაფიძის გულის ცენტრში. კლინიკაში, პირველივე დღიდან არაჩვეულებრივი გარემო დამხვდა, მეგობრული, ოჯახური… მუშაობის პროცესში ორმაგად შემიყვარდა ჩემი საქმე და სამომავლოდაც ვაპირებ, სული და გული ჩავდო ამ საქმეში.”

 

ასევე იხილეთ