❓ ჰიპერურიკემია გულისხმობს შარდმჟავას დონის მომატებას სისხლში. სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე იწვევს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის ზრდას. კერძოდ:
პოდაგრა (ნიკრისის ქარი);
არტერიული ჰიპერტენზია;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ინფარქტი, ინსულტი…);
თირკმელკენჭოვანი დაავადება; თირკმლის უკმარისობა;
მეტაბოლური სინდრომი;
დიაბეტი.
❓რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
თავად ჰიპერურიკემია არ იწვევს ჩივილებს. ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, რომ მათ აქვთ სისხლში მაღალი შარდმჟავა, ვლინდება მარტივი ლაბორატორიული ანალიზით. კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
არტერიული წნევის ციფრების მატება;
სახსრების მორეციდივე მწვავე ანთება;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
თირკმელკენჭოვანი დაავადება;
თირკმლის უკმარისობა;
სიმსუქნე;
დიაბეტი;
შარდმდენი პრეპარატებით მკურნალობა;
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
ფეხმძიმე ქალებში, რომელთაც აქვს არტერიული წნევა მომატებული. ამ შემთხვევაში, შარდმჟავას მატება ასოცირდება გართულებებთან – კლინიკურად მნიშვნელოვანი პრეეკლამფსიის განვითარებასა და არასასურველ გამოსავალთან.
სპეციალისტთან ვიზიტის დასაგეგმად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით – 032 240 23 22
მისამართი: თბილისი, ნინო ჯავახიშვილის ქ.№ 1