საბურთალოს რაიონში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამჯერად დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოები 5 848 კვ. მ. ფართობზე წარიმართება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება შეფერხებით უწევდა, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოქალაქეები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის ბიუჯეტიდან 481 397 ლარია გამოყოფილი.
ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია “ლ ენდ ლ” ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო და პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან განიხილა.