leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: ვერ ეღირსებით! და ფრთხილად, ხლისტებო!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ისეთები მომხდარა საქართველოში, რომ ელისაშვილისა და ხაზარაძის ვითომ „გაერთიანება” თუ გამაკვირვებდა, აღარ მეგონა.

მართლა გამიკვირდა.

ამ ორიოდე წლის წინ, პირდაპირ ეთერში, ისე მამა-პაპურად „დასცხეს” ერთმანეთს, რას ვიფიქრებდი, ამაშიც თუ ყალბები აღმოჩნდებოდნენ…

🔸 არადა, არც ვაშაძის უტიფარი განცხადება გამკვირვებია, – აქაოდა, არასდროს მოგვითხოვია რუსეთისთვის სანქციებიო და არც ბაიდენის ფან-კლუბის აქტიური მედროშის, ბოკუჩავას დილის სისხამზე გაკეთებულ განცხადებას გამოუწვევია ჩემში გაოცება, – აქაოდა, ტრამპი გადაარჩენს მსოფლიოსო, – თავისივე ნაბოდვარში რომ იგულისხმა…

იმდენად უტიფრები და შუბლზე ძარღვგაწყვეტილები არიან, უკვე გეცინება კაცს და ვეღარცა ბრაზდები…

🔸 უკვე ხვდებიან, რომ ლიბერალური ფაშიზმის მამამთავრებადაც არიან მიჩნეულები და ვივამედსაგოგმანები სააკაშვილის ხელისბიჭებადაც და ხელისგოგონებადაც თვლის ქართველი საზოგადოება თითოეულ მათგანს.

სააკაშვილის თუ არა, თემურ ალასანიასი მაინც.

კეზერაშვილის მაინც.

ადეიშვილის მაინც.

🔹 და მთავარი:

ვიღაც ტუტუცს ენა მოტრიალებია და ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ლიდერების მიმართ განსახორციელებელ ტერაქტზე გეგმები შეუდგენია.

ამ ვიღაც ტუტუცს რამდენიმე ტუტუციც აჰყოლია და სუს-ი იძიებს დღეს ამ საქმეს.

ამ ნაძირლების ტვინში ათასი უბედურება მოხარშულა და ქვეყნის დაქცევისა და განადგურების არაერთი ვერსიაც განხილულა, მაგრამ ასე ცამოწმენდილზე ამდენის გაბედვასაც თუ კიდევ შეძლებდნენ, ვერ ვიფიქრებდი.

❗️არადა, თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე წლის წინ ჩაწერილ და გავრცელებულ ჩანაწერში ბედოვლათი ჯალათის ბიძა პირდაპირ და დაუფარავად ამბობს, – მილიონს გადავიხდი, ვინმე ვინტოვკით თუ მოკლავს ივანიშვილსო.

არ დავიწყებია ხალხს თქვენი სადიზმი და ნაძირლობა, არა!

ვერან, ამდენი სიბინძურე როგორ მოგდით თავში?

მარა ბინძურები და ავადმყოფები ხართ და რა უნდა გაგვიკვირდეს?!

რა უნდა გაგვიკვირდეს, აკი მთელი თქვენი ბიოგრაფიები მკვლელობებითა და მკვლელობებზე ფიქრითაა სავსე?!

ჩამოთვლითაც არ შევაწყენ მკითხველს თავს, – ისედაც ზეპირად იცის მთელმა ქვეყანამ, რა ჭირიც გჭირთ!

❗️ვერ ეღირსებით!

❗️საბედნიეროდ, დღეს ქვეყანას კოკაინზე შემჯდარი ხელისუფლება არ მართავს!

❗️საბედნიეროდ, დღეს გიორგი ლილუაშვილი და ვახტანგ გომელაური არიან სუს-ისა და შსს-ს სათავეში და არა სისხლზე დაგეშილი ახალაია- მერაბიშვილის დუეტი!

❗️საბედნიეროდ, ირაკლი კობახიძის მთავრობა მართავს ქვეყანას და არა შიზოიდი სააკაშვილის მონების სექტა!

❗️საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილი ჰყავს ამ ქვეყანას და გიგა ბოკერიას, მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიასა და თემურ ალასანიას ამარა არაა დარჩენილი საქართველო!

❗️ძალიან მაღლაც ნუ მოინდომებთ აფრენას… ფრთები გაისწორეთ, ნაძირლებო და ფრთხილად!

ფრთხილად!

❗️ქართველი ერის მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ისე ნუ იზამთ, მთლად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რომ ვერ გაასწარით წითელ ხიდზე, ახლა ისევ დააყენოთ რიგები…

❗️ცეცხლს ეთამაშებით და გახსოვდეთ – ასანთით თამაში სახიფათოა!

🔸 ერთი-მეორეზე გაითვალეთ და სოფო ჯაფარიძის სახელზე მეტანიები აკეთეთ დილა-საღამოს…

ახლა თქვენი მჭლე ბელადის რჩეული ეგ თქვენი „სტომატოლოგია”…

🔸 აფსუს, არც ერთიანობაში და არც დაშლილ მდგომარეობაში, ბოკუჩავას, მელია-გვარამიას და ხაზარაძე-ელისაშვილის მეტი რომ არ დაგრჩათ „ლიდერად” არავინ, მართლა საცოდაობაა…

აქამდე ხაბეიშვილი მაინც გყავდათ გამრთობად…

🔸 ახალი გზა უნდა მოძებნოთ.

„ევროპული საქართველოო” – გაჰკივით და რა იცით ნამდვილი ევროპისა და ნამდვილი ლიბერალიზმისა თქვენ?

და თუ მაინცდამაინც „ევროპულ საქართველოს”„აწვებით” და მეც ოდნავ ირონიულად გეტყვით – ბოკერიას ჩერგოლეიშვილი თქვენ გაგიკარებთ?

მთლად ეგეთ წყალწაღებულ გიჟებადაც არ ჩანან ეგენი.

ჰოდა, გირჩი ააგდეთ და თავი შეუშვირეთ.

დროა.

🔸 რამდენიმე დღის წინ, თემურ თათარაშვილის მიერ ნაცსექტისთვის ნაჩვენები შუათითი გაგიკვირდათ.

არადა, თემოს შუათითი რას მოვა ნატა ფერაძის შუათითთან.

ჰოდა, ორივეს შუათითი ალალი იყოს და უსაყვედურო…

P.S.

26 ოქტომბერიც მალე მოვა და ქართველი ხალხი შემოდგომაზე წიწილებსაც დაითვლის…

თქვენ, ხლისტებო?”

ასევე იხილეთ