left_sabechdi

New York Post: ბარაკ ობამას არ სჯერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი გაიმარჯვებს

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას არ სჯერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, – ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის გამო ბარაკ ობამა ჰარისის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. სტატიის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კამალა ჰარისი ბევრ საკითხში არაკომპეტენტურია. მაგალითად, შეცდომები აქვს დაშვებული მიგრაციული პრობლემების მოგვარებისას. ობამა ჰარისს ღიად გაკეთებული განცხადებების გამოც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ტრამპთან დებატებს სათანადოდ ვერ წარმართავს.

ასევე იხილეთ