leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლო მკვლელობის, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ტელევიზიებში შევარდნის, თავისუფალი სიტყვის დახშობის, შიშის დანერგვის და ა.შ.

სააკაშვილი ყველაფერი უაღრესად ცუდის სიმბოლოა და ვინც შეეცდება, რომ ეს შეატრიალოს და მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოადგინოს, ყველა ანტიდასავლური, ანტიევროპული გრძნობების თუ ემოციების გაღვივებას ემსახურება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ქალბატონ ანა ფოტიგას და ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, რომლებიც დაკავებულები არიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიაში აქტიური როლებით, ყველას მივმართავ, მათ შორის ქვეყნის შიგნით, ჩვენს კოლეგებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მსგავსი მოთხოვნები, მისი მოხსენიება მოდერნიზაციის სიმბოლოდ და მსგავსი საკითხები აფუჭებს ქართული საზოგადოების წარმოდგენებს ქალბატონ ანაზე და მისნაირ ევროპარლამენტარებზე. შესაბამისად, თუკი ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს საქართველოში, ესენი არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს შეასაღონ მიხეილ სააკაშვილი მოდერნიზაციის სიმბოლოდ. ის არა თუ მოდერნიზაციის, არამედ რაიმე კარგის, ერთისაც კი, სიმბოლო ვერ იქნება იმიტომ, რომ ის არის მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლო მკვლელობის, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ტელევიზიებში შევარდნის, თავისუფალი სიტყვის დახშობის, შიშის დანერგვის და ა.შ. აქედან გამომდინარე, ის ამ ყველაფერი უაღრესად ცუდის სიმბოლოა და ვინც შეეცდება, რომ ეს შეატრიალოს და მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოადგინოს სააკაშვილი ყველა ემსახურება, ნებსით თუ უნებლიეთ, ანტიდასავლური, ანტიევროპული გრძნობების თუ ემოციების გაღვივებას“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ