იტალიური “ნაპოლის“ ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე იტალიურ მედიასთან მისი აგენტი, მამუკა ჯუღელი საუბრობს.
ბოლო დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარას გადაბირება ევროპულ გრანდებს სურთ. მათ შორის, არსებული ცნობების თანახმად, ხვიჩას აგენტს “ბარსელონა” დაუკავშირდა.
ჭორები კი კიდევ უფრო მძაფრდება იმის ფონზე, რომ “ნაპოლისა“ და კვარას შორის ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა და კვარაცხელიას და კლუბს კონტრაქტი ამ დრომდე არ განუახლებიათ.
მამუკა ჯუღელმა Champions-თან საუბრისას აღნიშნა:
“ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები საუკეთესო ევროპული კლუბებიდან, ბოლოს და ბოლოს, როგორ არ უნდა იყოს?! მაისში ყველაფერი გაირკვევა“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.