left_sabechdi

გია აბაშიძე: დამადლებისა და გაკიცხვის ელფერით გაწეულ ნაწილობრივ დახმარებაზე და სესხებზე „მჭევრმეტყველება” ცალკეული დასავლელი აქტორების მხრიდან მახინჯ ტენდენციად იქცა და არასერიოზული ხასიათი მიიღო

„უცხოელი დიპლომატების, პოლიტიკოსების მხრიდან ქედმაღალი მევახშის „პედესტალიდან” საუბარი მიუღებელია და დამაზიანებელია ამგვარი გზავნილების ავტორებისთვის“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის გამოხმაურებაზე.

ანალიტიკოსის თქმით, დაყვედრება გაკეთებული სიკეთის, გაწეული დახმარების შეხსენებაა, საყვედურის ტონით თქმაა.

„დაყვედრება გაკეთებული სიკეთის, გაწეული დახმარების შეხსენებაა, საყვედურის ტონით თქმაა. სამწუხაროდ, დამადლებისა და გაკიცხვის ელფერით გაწეულ ნაწილობრივ დახმარებაზე და სესხებზე „მჭევრმეტყველება” ცალკეული დასავლელი აქტორების მხრიდან მახინჯ ტენდენციად იქცა და არასერიოზული ხასიათი მიიღო. უცხოელი დიპლომატების, პოლიტიკოსების მხრიდან ქედმაღალი მევახშის „პედესტალიდან” საუბარი მიუღებელია და დამაზიანებელია ამგვარი გზავნილების ავტორებისთვის“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ