გიორგი ამილახვარი: არც ერთ ჩვენ დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არ შერჩეულა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზეა.
„არავითარი პოლიტიკური ნიშნით, არც სამინისტროში, არც ერთ ჩვენს უწყებაში, არც საჯარო სკოლებში და არც ერთ ჩვენ დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასდროს ადამიანი არ შერჩეულა.მგონი ამ კვლევამ ყველას გასცა პასუხი ქვეყნის შიგნით, ჩვენს ოპონენტებსაც და ქვეყნის გარეთაც, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, რომელიც საჯარო სახელმწიფო სამსახურში არჩევს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კვალიფიციურობის კუთხით“ – განაცხადა ამილახვარმა.
სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა – მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზე მოხვდა, თერთმეტწლიანი პროგრესით კი მსოფლიოში მე-11 ადგილზე. მონაცემები ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ“ გამოაქვეყნა.