ნანუკა გულუა ნახევარძმას ეძებს, რომელიც დაახლოებით 1974-76 წლებში არის დაბადენული და ხობში გაშვილებული
ჟურნალისტი და სოციალური პროექტის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მსახიობ, ნანუკა გულუასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ნანუკა ნახევარძმას ეძებს.
„და აი, ეს დღეც დადგა! იმდენი გვეძახეთ, დები ხართ, დები ხართო, აგერ „DNM“ ტესტიც გაიკეთა. ნანუკა ნახევარძმას ეძებს, 1974-76 წლებში დაბადებულს და ხობში გაშვილებულს, ჰოდა, ვნახოთ, იქნებ დას პოულობს“, – წერს თამუნა მუსერიძე.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იტარებს მსახიობი „DNM”-ის ტესტს.
ჟურნალისტი და სოციალური პროექტის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მსახიობ, ნანუკა გულუასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ნანუკა ნახევარძმას ეძებს.
„და აი ეს დღეც დადგა! იმდენი გვეძახეთ დები ხართ, დები ხართო, აგერ „დეენემის“ ტესტიც გაიკეთა. ნანუკა ნახევარძმას ეძებს, 1974-76 წლებში დაბადებულს და ხობში გაშვილებულს, ხოდა ვნახოთ, იქნებ დას პოულობს“ – წერს თამუნა მუსერიძე.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იტარებს მსახიობი „დეენემის“ ტესტს.
„გევედრებით, თუ ვინმეს ეჭვი გაქვთ, რომ ხართ არაბიოლოგიურ მშობლებთან და ეძებთ დას/ძმას, გთხოვთ, გაიკეთეთ ტესტი“, – ამბობს ნანუკა ვიდეოში.