left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

„სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამიტომაც, 26 ოქტომბერს, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნება, ვინაიდან არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ