გოგა ხაინდრავა: დავიჯეროთ, აშშ-ის საელჩოში არ იციან, რომ „ტვ ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი მართლმსაჯულებას ემალება?!
„ტვ ფორმულას“ გადაცემაში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის სტუმრობას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმაურება.
„დავიჯეროთ, აშშ-ის საელჩოში არ იციან, რომ „ტვ ფორმულას“ დამფუძნებელი და დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი, საქართველოში სახელმწიფო დანაშაულში მხილებული, ევროპაში პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი, საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მართლმსაჯულებას ემალება?!
იციან და ელჩი მაინც სტუმრობს?!“ – წერს ხაინდრავა.