leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სტუდენტებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 

“გივი მიქანაძე სტუდენტებს განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში  მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობაზე და ახალგაზრდობის მიმართულებით საპარლამენტო საქმიანობაზე.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაცია მიეღოთ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ  სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში მიიღონ მონაწილეობა. ამჯერად ბანაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან. 2024 წელს ანაკლიის ბანაკი 3120 ახალგაზრდას უმასპინძლებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ასევე იხილეთ