რატი იონათამიშვილი: კონკრეტული დონორი ორგანიზაციები დამკვირვებლები არიან არჩევნებზე და ამავდროულად კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების დამფინანსებლები არიან
„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება პოლიტიკის დასაფინანსებლად, ეს ძალიან მავნე პრაქტიკაა. ეს არის ფარისევლობა და ტყუილი, რომელსაც ეს ადამიანები ჩვენს საზოგადოებას სთავაზობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც თითქოს ობიექტური დამკვირვებლები არიან არჩევნებზე და ამავე დროს კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების დამფინანსებლები არიან, დემოკრატიის წინააღმდეგ მიდიან.
„მეორე მხრივ, როდესაც ვხედავთ, რომ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები თითქოს ობიექტური დამკვირვებლები არიან არჩევნებზე და ამავდროულად კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების დამფინანსებლები არიან, რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიული პრინციპებისთვის შეურაცხმყოფელია. ეს ადამიანები და ორგანიზაციები არამარტო საქართველოს, არამედ დემოკრატიის წინააღმდეგ მიდიან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.