პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეს ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვალდებულებაა ქვეყანაში აღკვეთოს დანაშაული.
დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ სახელმწიფოს პოზიციაა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული და არავის მიეცეს საშუალება საქართველოშიო განახორციელოს ის, რაც ფიცოსა და ტრამპის შემთხვევაში მოხდა.
“ცდილობდნენ საქართველოში მოეწყოთ ტერაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც სტაბილურობის და მშვიდობის გარანტია ქვეყანაში. ვფიქრობ რომ სუს-ის ასეთი პრევენციული დამოკიდებულება და დანაშაულის აღკვეთა, არის მათი ვალდებულება. ეს არის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოსთან მიმართებით და რაც გაბედეს ტრამპის შემთხვევაში- პირდაპირ საარჩევნო კამპანიის დროს რომ ესროლეს ტყვია”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.