leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: კონკრეტული ფაქტებით არის დადასტურებული, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები აორგანიზებდნენ სააკაშვილის კონტეინერებით შემოყვანას საქართველოში, რასაც შემდეგ აქ არეულობა, სისხლისღვრა და ქაოსი უნდა მოჰყოლოდა

პოლიტიკოსები კვლავ აკეთებენ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. ამ საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების ჩართულობაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმაც ისაუბრა.

„ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან არაფერი გაგვიკვირდება, ვინაიდან მათგან გვახსოვს როგორც მტრული რიტორიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დეზინფორმაციის მთელი სკალა, რასაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ, ასევე კონკრეტული ფაქტებით არის დადასტურებული, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები იდგნენ სათავეში და აორგანიზებდნენ სააკაშვილის კონტეინერებით შემოყვანას საქართველოში, რასაც შემდეგ აქ არეულობა, სისხლისღვრა და ქაოსი უნდა მოჰყოლოდა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ