რატი ბრეგაძემ მასიმილიანო დ’ანტუონოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უწყების ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო.
საუბარი შეეხო უწყების როლს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში; ინოვაციურ პროექტებს სერვისების მიწოდების სფეროში; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების წარმატებულ რეფორმებს.
შეხვედრაზე საქართველოსა და იტალიას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივებიც გამოითქვა.
იტალიის ელჩთან გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.