leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაიკ პომპეო: ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ უკრაინა განადგურებული ქალაქებით, ასობით ათასი მოკლულით, მილიონობით ლტოლვილითა და გამარჯვების საშუალების გარეშე დატოვა

„ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, ის შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, დათმობს უკრაინის ტერიტორიას და უშუალოდ იმუშავებს ვლადიმირ პუტინთან, რათა დააწესოს სამარცხვინო მშვიდობა, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი კაპიტულაცია იქნება პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის ნაწილი, ხოლო საპირისპირო სცენარის ბევრი მტკიცებულებაა”, – წერს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპმა 2017 წელს გააუქმა ობამას ადმინისტრაციის მიერ უკრაინაზე დაწესებული იარაღის ემბარგო.

„ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ უკრაინა განადგურებული ქალაქებით, ასობით ათასი მოკლულით, მილიონობით ლტოლვილითა და გამარჯვების საშუალების გარეშე დატოვა. თეთრ სახლს არ აქვს გამარჯვების სტრატეგია და ამერიკელები სამართლიანად არიან შეშფოთებულნი“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღწერილია წარმატებული გეგმა უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა ამერიკის ენერგეტიკული პოტენციალის გაააქტიურება, კავშირების აღდგენა საუდის არაბეთთან და ისრაელთან და ირანის წინააღმდეგ ერთად მუშაობა, რუსეთისთვის რეალური სანქციების დაწესება, ამერიკის თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერება, NATO-ს გაძლიერება, უკრაინისათვის 500 მილიარდი დოლარის ლენდ-ლიზის პროგრამის შექმნა, ყველა შეზღუდვის მოხსნა იმ იარაღზე, რომელიც უკრაინას შეუძლია მიიღოს და გამოიყენოს.

„ეს ნაბიჯები ტრამპს საშუალებას მისცემს, დააწესოს შეთანხმების პირობები. ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. უკრაინა განავითარებს თავდაცვით ძალებს, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთი მას აღარასოდეს დაესხმება თავს. არავინ აღიარებს რუსეთის ოკუპაციას და უკრაინის ტერიტორიების ანექსიას“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თუ რუსეთი შეასრულებს ამ პირობებს, დასავლეთი თანდათან მოუხსნის მოსკოვს სანქციებს, ხოლო სანქციები მთლიანად მოიხსნება, როგორც კი უკრაინა გახდება NATO-სა და ევროკავშირის წევრი.

ასევე იხილეთ