leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: აქა ამბავი ტენდერის და „გუგლ/სერჩ” მაიას შესახებ

მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

აქა ამბავი ტენდერის და გუგლ/სერჩ” მაიას შესახებ

2022 წლის 5 ივნისი.

ტვ პირველის” სტუდიაში გადაცემის სტუმარმა, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა გიგი უგულავას ბიუჯეტის ვირთხა” უწოდა.

დისკუსიის დროს პასუხად ჟურნალისტმა მაია მამულაშვილმა განაცხადა:

კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო… ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ. 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში კახა კალაძემ”.

გადაცემიდან 3 კვირაში, 20 ივნისს, კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოთხოვნა:

ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურების – 100 000 ლარის გადახდა.

ადვოკატის მტკიცებით, ჟურნალისტის განცხადების მიზანი კახა კალაძის დისკრედიტაცია და მოსახლეობაში მისი რეპუტაციის შელახვა იყო.

ინფორმაცია ეხებოდა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის” (EBRD) შესყიდვის ნორმებით ჩატარებულ 226 ავტობუსის შეძენის ტენდერს.

EBRD-ის ექსპერტებმა გამოავლინეს კიდეც გამარჯვებული თურქული კომპანია MBC.

სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა, რომ ეს ფაქტი (ჟურნალისტის ინფორმაცია) არის ტყუილი, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების მიზანმიმართულად გავრცელება.

სასამართლომ ტვ პირველს” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს დააკისრა ამ ყალბი ცნობების უარყოფა იმავე საშუალებით, როგორც ეს ცნობები იყო გავრცელებული და ასევე, მორალური ზიანის სახით დააკისრა 15 000 ლარის გადახდა.

ტვ პირველმა” და მაია მამულაშვილმა არ უარყვეს მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, არ გადაიხადეს სასამართლის მიერ მათზე დაკისრებული გადასახდელი თანხა.

თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.

ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას ტვ პირველი” არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდება და არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელი პირის (ნოდარ მელაძე) მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა დაიწყოს.

საქმე რაშია (უფრო სწორად ტყუილი)

ტენდერის ღირებულება €56 მლნ-ზე მეტი იყო.

თუ კახა კალაძემ ჯიბეში 60 მლნ ჩაიდო” – ალბათ ლარი, რომელიც მაშინდელი კურსით (1ლ-3.0925€) 19 401 000 ევროა, როგორ შეიძინა თბილისის მერიამ 226 ერთეული ავტობუსი, თან რომ აბრალებდით, თბილისმა ყველაზე ძვირი გადაიხადა – ერთ ავტობუსში 250 000 ევროო?!

დაგინახე ნოდარ – გრძელი, გაქუცული კუდი გიჩანს.

მერამდენედ?” – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ