leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ემანუელ მაკრონმა, მეუღლესთან ერთად, ელისეის სასახლეში უმასპინძლა.

ასევე იხილეთ