ილონ მასკმა თავის შვილს, ქსავიეს, რომელიც 2020 წელს ტრანსგენდერი გახდა, „მკვდარი“ უწოდა. ამის შესახებ X-ის მფლობელმა უახლეს ინტერვიუში განაცხადა.
54 წლის მასკი ამბობს, რომ მას, ფაქტობრივად, ძალით მოაწერინეს ხელი საბუთებს, რომლის თანახმადაც, მის შვილს ოპერაციამდე სქესობრივი მომწიფების „ბლოკატორები“ უნდა მიეღო. ექიმები მას აფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მის შვილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
„არ ამიხსნეს, რომ პუბერტატის ბლოკატორები, სინამდვილეში, უბრალოდ, სტერილიზაციის წამლები იყო. დიახ, ეს იყო ტყუილი, ბოროტებით სავსე ტყუილი და ვინც ამას აკეთებს, ციხეში უნდა აღმოჩნდეს“, – იხსენებს ილონი.
„მე შვილი დავკარგე. ჩემი ვაჟი, ქსავიე მკვდარია, ის ვოუქიზმის ვირუსმა მოკლა. მე მომატყუეს. შეიძლება ითქვას, დავკარგე ჩემი შვილი. მე მას ვერ ვეძახი იმ სახელს, რაც დაბადებისას დავარქვი, იმიტომ, რომ მან შეიცვალა სქესი და სახელი. ჩემი შვილი, ქსავიე მკვდარია“, – განაცხადა მასკმა მედიასთან.
ცნობისთვის, ვივიენი ტყუპისცალ ძმასთან, გრიფინთან ერთად 2004 წელს, კალიფორნიაში დაიბადა, ის მასკისა და მისი პირველი ცოლის, ჯასტინ უილსონის შვილია. ქსავიე რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა, თავისი გენდერული იდენტობა მამამისისთვის დაემალა. მან „ქამინგ-აუთი“ 2022 წელს გააკეთა. პარალელურად სახელი, ქსავიერი ვივიანად შეცვალა და დედის გვარზე, უილსონზე გადავიდა.