leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარიზში ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან.

პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გაიხსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრება.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ასპარეზობებში 27 ივლისიდან ჩაერთვებიან. 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლები ათ სპორტის სახეობაში ჰყავს. პარიზში საქართველოს ღირსებას დაიცავს 28 სპორტსმენი: ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გურული (კრივი), გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი), ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა), ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ანა ნიჟარაძე (ცურვა), ნოე ფანცხავა (ცურვა), შოთა მიშველიძე (ძალოსნობა), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა), ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო) , ლაშა ბექაური (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ილია სულამანიძე (ძიუდო), გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო), სოფიო სომხიშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო).

პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა შერეული ნაკრები.

ასევე იხილეთ