ნუკა არველაძე: ბიძინა ივანიშვილმა რთული მისია იკისრა, აირჩია სამშობლოს და ადამიანების ერთგულება და ფაქტობრივად ოჯახის, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადის ეკლიან გზას!
„სწორედ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებით, მმართველი ძალა ქართული ოცნება არის ჩემი არჩევანი და ზუსტად ვიცი, ეს არის ჩემი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების და გამარჯვების გზა! სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ეს ადამიანი დაიბადა იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გაიყვანოს.
არხეინად და ბედნიერი იცხოვრებდა ყველგან და საქართველოშიც, მათ შორის, ხელი რომ მოეწერა სამშობლოს ღალატზე!
ვერავინ ზედმეტს ვერ აკადრებდა და გაბედავდა.
იქნებოდა მეფე, ვერავინ შეეხებოდა მის კაპიტალს და ვერავინ შეუქმნიდა მის ცხოვრებას საფრთხეს.
საქართველო კი იქნებოდა ტერიტორია და გლობალური ომის არქიტექტორებისთვის პოლიგონი რუსეთის ნააღმდეგ!
მაგრამ მან სხვა, უფრო რთული მისია იკისრა, აირჩია სამშობლოს და ადამიანების ერთგულება და ფაქტობრივად ოჯახის, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადის ეკლიან გზას!
შესაძლოა, ჩვენ გვიჭირდეს და ვერ ვიგებდეთ მის სვლებს დიდ პოლიტიკაში, ჩვენი გადასახედიდან ძალიან ძნელია, გააცნობიერო რეალური პოლიტიკის და მდგომარეობის სიმძაფრე! მართლა ვენდობი, მჯერა, ვარ და ვიქნები მისი მხარდამჭერი! ჩვენ ჩქარა და ბევრი გვინდა ერთდროულად, მაგრამ დროს უნდა მივცეთ დრო და კარგი შედეგი არ დააყოვნებს!
სწორედ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებით, მმართველი ძალა, ქართული ოცნება არის ჩემი არჩევანი და ზუსტად ვიცი, ეს არის ჩემი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების და გამარჯვების გზა! სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“, – წერს ნუკა არველაძე.