left_sabechdi

დატვირთული საფეხბურთო კვირა, ქუთაისის ტორპედოს, დინამო ბათუმისა და იბერია 1999-სთვის!

დატვირთული საფეხბურთო კვირა, ქუთაისის ტორპედოს, დინამო ბათუმისა და იბერია 1999-სთვის!

24-25 ივლისს ბათუმის დინამომ, ქუთაისის ტორპედომ და იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გამართეს, ხოლო 28 ივლისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ერთვებიან.

სამივე გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე თავიანთ მეტოქეებს თხოვნით მიმართა, ევროტურნირების მიმდინარეობისას, მჭიდრო გრაფიკის გამო სათასო მატჩები, მცირე პერიოდით გადაედოთ, თუმცა აღნიშნული თხოვნა მხოლოდ საფეხბურთო კლუბის ტყიბულის „მეშახტე“-ს ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა და მატჩი გონივრული ვადით გადაიდო.

შესაბამისად, ქუთაისის ტორპედოს და თბილისის იბერიის 1/8 ფინალური მატჩები გაიმართება 28 ივლისს.

ტყიბულის „მეშახტე“-ს მხრიდან მსგავსი საქციელი ნამდვილად დასაფასებელია, აქვე გვინდა ქართულ კლუბებს მედიაჰოლდინგ „რეპორტიორი“-ს სახელით წარმატებები ვუსურვოთ ევროსარბიელზე!

 

ასევე იხილეთ