გიორგი გამსახურდია: ათასობით ოჯახი გყავს გამწარებული და სახლებიდან გამოსახლებული, შენ და შენ ფინანსურ მახინას

„ამ მევახშის ვაჭრული ტვინი მეტს ვერ ფიქრობს, მისთვის ადამიანი მხოლოდ საჭიროებაა, სხვა არაფერი”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„ამ მევახშის ვაჭრული ტვინი მეტს ვერ ფიქრობს, მისთვის ადამიანი მხოლოდ საჭიროებაა, სხვა არაფერი. თავადაც აღიარებს, სხვა მენტალიტეტი ამ ამებას არ აქვს. მამუკა ხაზარაძე, შენ საჭიროებიდან გამომდინარე უყურებ ადამიანებს, ვინ როდის გამოგადგება, ვისგან რა სარგებელს ნახავ და ა.შ. ათასობით ოჯახი გყავს გამწარებული და სახლებიდან გამოსახლებული, შენ და შენ ფინანსურ მახინას, რომელიც მხოლოდ ადამიანების უბედურებაზე იყო ოტიენტირებული. ხალხო, ისე, წარმოგიდგენიათ, ხაზარაძის მემილიონედი რომ „ქართუს” თავის მომხმარებლებზე ექნათ, ამ ჯოჯოხეთის მოციქულების პირიდან რა ამოვიდოდა? ეგ არის თუნდაც ერთ-ერთი სხვაობა, ამ გარეწარსა და ბიძინას შორის, ამას გარეწრობის მეტი არაფერი უკეთებია და ბიძინას სიკეთე კიდევ, ყველამ ვიცით და გვახსოვს უხვად”, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე იხილეთ