ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: რეალურ საფრთხესთან გვაქვს საქმე, საერთაშორისო კონტექსტიც, სამწუხაროდ, აქეთ არის მიმართული

„რეალურ საფრთხესთან გვაქვს საქმე. საერთაშორისო კონტექსტიც, სამწუხაროდ, აქეთ არის მიმართული”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

რეალურ საფრთხესთან გვაქვს საქმე. საერთაშორისო კონტექსტიც, სამწუხაროდ, აქეთ არის მიმართული. როდესაც სუს-ში ხდება ამდენი ადამიანის დაბარება და დაკითხვა, აქ სასაცილოც კია საუბარი იმაზე, რომ ეს გამოგონილი რამაა.

ხაზს უსვამს ამ ოპოზიციის აბსოლუტურად დესტრუქციულ, არასახელმწიფოებრივ მიდგომას, როდესაც მათ ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხზეც კი არ შეუძლიათ მეტ-ნაკლებად რელევანტური და სერიოზული პოზიციის დაკავება, მაშინვე პროპაგანდისტულ მესიჯებზე გადადიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ