left_sabechdi

შარტავასა და გოთუას ქუჩების დამაკავშირებელი საერთო სარგებლობის კიბე რეაბილიტირდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, შარტავასა და გოთუას ქუჩების დამაკავშირებელი საერთო სარგებლობის კიბე რეაბილიტირდა. პირველ ეტაპზე, არსებული კიბის დემონტაჟი განხორციელდა. რეაბილიტირდა კიბეები და მოეწყო უსაფრთხოების მოაჯირები. დამონტაჟდა განათების სისტემაც.

აღნიშნული კიბე ამორტიზებული იყო, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობიდან 174 506 ლარი გამოიყო.

 

ასევე იხილეთ