ნინო წილოსანი წალენჯიხაში მიმდინარე ფესტივალზე: ლევან ცუცქირიძე და მისი ორგანიზაცია, არა მხოლოდ ახლა, არამედ წლებია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას და ამ პარტიის ინტერესებს ემსახურება
„ლევან ცუცქირიძე და მისი ორგანიზაცია, არა მხოლოდ ახლა, არამედ წლებია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას და ამ პარტიის ინტერესებს ემსახურება. ის შემოსული თანხები, რომელიც დანიიდან თუ სხვა ქვეყნებიდან მოედინება მის ორგანიზაციაში, პირდაპირ ხმარდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ გაძლიერებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ლევან ცუცქირიძე ახლა უკვე დეკლარირებულად პოლიტიკაშია შემოსული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ გამოთქმულ არაერთ კონკრეტულ ბრალდებას არასამთავრობო სექტორის მიმართ, რომ ისინი ხშირად და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ პოლიტიკურ სუბიექტებად გვევლინებოდნენ. თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს მხარდაჭერა, მათ აქვთ სრული ლეგიტიმური უფლება და სამართლებრივი ჩარჩო, რომ ქვეყნის შიგნიდან ფინანსდებოდნენ, მაგრამ ქვეყნის გარედან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიები, არის პირდაპირ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.