leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარ პირობებს უყენებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული

„ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარ პირობებს უყენებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული”, – ამგვარად გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობაში” საკადრო გადანაცვლების თემა კვიპროსში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ვიზიტის დროს, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე გადაწყდა.

„კეზერაშვილი გახლავთ ამ კუთხით ის არაფორმალური მმართველი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ წინსვლას ფინანსურად უზრუნველყოფს საარჩევნო მარათონზე. ამავდროულად, როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარ პირობებს უყენებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილთან უნდა იყოს შეთანხმებული. კეზერაშვილმაც, ჯაფარიძემ, სააკაშვილმა და სხვა პირებმა რაც არ უნდა იმოქმედონ, როგორც არ უნდა შეეცადონ, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური გზით წარმართონ საარჩევნო პროცესები, ეს, რა თქმა უნდა, ფიასკოსთვის არის განწირული”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ