leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია იძულებული გახდა, ცხვრის ქურქი გადაიცვას და მგლის ხახა დამალოს

„ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხალხით მანიპულირება ადვილად შეუძლია და ჰგონიათ, რომ შეცვლილი რიტორიკით ფონს გასვლას შეძლებენ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას უცხოეთიდან შანტაჟის შინაარსით გაკეთებული განცხადებებით ქართველ ხალხთან კომუნიკაცია უჭირს.

„ოპოზიცია ხედავს, რომ ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, კეთილდღეობა, ღირსება, სუვერენიტეტი და უნდა ამ ფასეულობებთან ერთად ევროპისკენ სვლა. ახლა ოპოზიცია იძულებული გახდა, გადაიცვას ცხვრის ქურქი და მგლის ხახა დამალოს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ