left_sabechdi

გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა?

„როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?” – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არ იქნება გასაკვირი, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა „ვითომ მეომრების“ დაგეგმილი რომ იყოს.

„მეტი წილი ეს „ვითომ მეომრები”, ყველაზე არ ვსაუბრობ, ერთი მიზეზით არიან იქ, თავიანთი გამოცდილება არეულობისათვის გამოიყენონ საქართველოში.

პუტჩის გამოცდილება და პუტჩის მონაწილეები კიდევ, ოხრად ჰყავთ პარტიაში და პარტიის ლიდერშიფში. სრულიად არ გამკვირვებია, მაგ ნახირს ბიძინაზე თავდასხმა რომ დაეგეგმათ. მაგრამ ვერ ეღირსებიან მაგ მიზნის მიღწევას, ეს ჩანასახშივე უნდა იცოდნენ ამ გარეწრებმა“,– წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ