left_sabechdi

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონის ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიდერლანდელ იესპერ დე იონგს 6:4, 4:6, 6:1 სძლია.

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონის ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 120 950 ევრო) ნახევარფინალში ითამაშებს.

ბასილაშვილი Internazionali di Tennis Verona-ს მეოთხედფინალში მე-2 ნომრად განთესილ ნიდერლანდელ იესპერ დე იონგს გაეჯიბრა და მართალია, ფავორიტად არ მოიაზრებოდა, მაგრამ 6:4, 4:6, 6:1 სძლია.

თამაში ორ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზს 3 ეისი მოუგროვდა, ორმაგი შეცდომა კი არ დაუშვია. მან 10 ბრეიკ-პოინტიდან 5 გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-ჯერ წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელსაც ATP-ს რეიტინგში 443-ე ადგილი უკავია, ლაივ-კლასიფიკაციაში 29 ქულა გამოიმუშავა და უკვე მსოფლიოს 372-ე ჩოგანია.

თუკი ბასილაშვილმა ვერონის ჩელენჯერზე იმარჯვა, კიდევ უფრო დიდი ნახტომი ექნება და რეიტინგის მოწინავე ორასეულს მიუახლოვდება. ნიკას მომდევნო მეტოქე ლიეტუველი ვილიუს გაუბასი იქნება. თამაში 27 ივლისს არის დაგეგმილი.

ასევე იხილეთ