left_sabechdi

მაია ბითაძე: საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ არის ე.წ. საპნის ბუშტი, რომელშიც მოქალაქეების მოქცევას ცდილობს რადიკალური ოპოზიცია და მეორე კუთხით არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, სადაც ბევრად წინ ვართ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ

“არჩევნებზე ძალიან დიდი გავლენას იქონიებს მთელი ის პროცესი, რასაც ჩვენ გავდივართ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ტრაგიკული ომი დაიწყო უკრაინაში”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ “ქრონიკასთან” განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქე თვალნათლივ ხედავს, რომ არის ე.წ. საპნის ბუშტი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების მოქცევას ცდილობს რადიკალური ოპოზიცია, მათი გარკვეული მხარდამჭერები უცხოეთიდან და მეორე კუთხით არის სიმართლე, ის ინდექსები და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, სადაც ვხედავთ, რომ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ჩვენ დღეს ბევრად წინ ვართ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ვიყავით.

საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს, ვინ დაიწყო სტრატეგიული ფორმატების გაძლიერება დასავლეთის სახელმწიფოებთან და ვინ იყო ის, ვინც რატიფიცირება გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების და კანდიდატის სტატუსი მოუტანა ქვეყანას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

ასევე იხილეთ