leaderboard_below_slide
left_sabechdi

პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ კონსტანტინეპოლის ეკლესიის პირველიერარქს იუბილე მიულოცა

2024 წ. 29 თებერვალს მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს დაბადებიდან 84 წელი შეუსრულდა. როგორც ცნობილია, 2023 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისი ყოვლადუწმიდესობა საპატიო დოქტორად აირჩია. დაბადების დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ კონსტანტინეპოლის ეკლესიის პირველიერარქს იუბილე მიულოცა:

„მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომეს,

კონსტანტინოპოლის–ახალი რომის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს.

 თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მაქვს პატივიმსოფლიო პატრიარქსა და ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორსგულითადად მოგილოცოთ დაბადების დღე. როდესაც ვფიქრობთ თქვენს პიროვნებაზე, გვიპყრობს განცდა მადლიერებისა უფლისადმი, რომ მოგვეცა საშუალება ამ წუთისოფელში თქვენს გვერდით გვეცხოვრა, თქვენი სიბრძნე მოგვესმინა და მამობრივი სიყვარულის ღირსნი გავმხდარიყავით. შეუძლებელია დავივიწყოთ თქვენთან ყოველი შეხვედრა და ის ყურადღება რასაც მუდამ ვგრძნობთ და ვხარობთ. ჩვენი უნივერსიტეტის ჩართულობით გამოცემულმა წიგნმა თქვენი ყოვლადუწმინდესობის შესახებ დიდი სიყვარული და პოპულარობა ჰპოვა ქართულენოვან მრევლში, ბედნიერნი ვართ რომ ღირსი გაგვხადეთ ამ მნიშვნელოვანი საქმის მონაწილენი ჩვენც ვყოფილიყავით. მადლიერებით ვიხსენებ ჩვენს ბოლო ვიზიტს კონსტანტინოპოლისა და მცხეთის ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც თქვენი პატრონაჟითა და ჩვენი მეგობრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავას ორგანიზებით მაღალ დონეზე ჩატარდა. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კვლავ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას და დალოცვას, რათა გავძლიერდეთ ქრისტეს სიყვარულით, განსაკუთრებით ამ რთულ დროს, როდესაც გარშემო ამდენი საფრთხე და გამოწვევაა. მრავალჟამიერ გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მსოფლიო საქრისტიანოს იმედად.

 პროფესორი ზურაბ ხონელიძე,

რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი“.

ასევე იხილეთ