leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძემ “სტრასბურს” გოლი გაუტანა

ბუდუ ზივზივაძემ გოლი ისევ გაიტანა და „კარლსრუეს“ ფრანგულ „სტრასბურთან“ ამხანაგური შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 4:1.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, თავი პირველ ტაიმში გამოიჩინა და ანგარიში 3:0 გახადა.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა შედეგიანი თამაშით თავი „ჰოფენჰაიმთან“ პირველივე ტესტმატჩშიც (4:1) გამოიჩინა. ზივზივაძემ ბუნდესლიგის გუნდთან დუბლი და  საგოლე გადაცემა შეასრულა.

„კარლსრუემ“ ამ მატჩით სეზონისთვის მზადება დაასრულა. გუნდი მეორე ბუნდესლიგაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას შინ „ნიურნბერგთან“ 3 აგვისტოს გამართავს.

ასევე იხილეთ