leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვიქტორ ორბანი: დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. ამის შესახებ მან ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მსურს, განვმარტო ბუდაპეშტის პოზიცია უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. არსებობს ორი სავარაუდო სცენარი: პირველი – როდესაც დრო ევროკავშირისა და უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს და კონფლიქტი გრძელდება, და მეორე – როდესაც დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ჩემი აზრით, მეორე ვარიანტთან გვაქვს საქმე, ამიტომ ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე იხილეთ