left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე “ტვ პირველის” სიუჟეტზე: კახა კალაძემ იშრომა და ისე აქვს, რაც აქვს, აი თქვენ იკითხეთ “ტვ პირველის” მანქურთებო, ქართული ჯარის, ევროპელი პენსიონერების, მევახშეებისგან ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული რომ მიგაქვთ სახლში

“რამდენად დაბალი დონის, უსამშობლო მანიპულატორია “შავი ნოდარა” და მისი შუბლისძარღვგაწყვეტილთა ბანდა, რომ “სკანდალი” შეთხზეს, თურმე კალაძეს 200 ათასიანი საათი ჰქონიაო”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კახა კალაძის  შესახებ  “ტვ პირველის” სიუჟეტზე.
ქადაგიძის თქმით, განა არ იციან, რომ კახამ მისი შრომით, ნულიდან მიაღწია ყველაფერს და ისეთი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რომ არც საათია გასაკვირი და არც მანქანა. განა ისიც არ იციან, რომ ათასობით ადამიანს ეხმარება და ხელს უმართავს, მათ შორის მაგ ბანდის ოჯახის წევრებსაც? იციან, მაგრამ მაინც იტყუებიან.
“კახა კალაძეს მანქურთებისგან ჩემი დაცვა არ სჭირდება,  მაგრამ მაინც… რამდენად დაბალი დონის, უსამშობლო მანიპულატორია “შავი ნოდარა” და მისი შუბლისძარღვგაწყვეტილთა ბანდა, რომ “სკანდალი” შეთხზეს, თურმე კალაძეს 200 ათასიანი საათი ჰქონიაო… განა არ იციან, რომ კახამ მისი შრომით, ნულიდან მიაღწია ყველაფერს და ისეთი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რომ არც საათია გასაკვირი და არც მანქანა. განა ისიც არ იციან, რომ ათასობით ადამიანს ეხმარება და ხელს უმართავს, მათ შორის მაგ ბანდის ოჯახის წევრებსაც? იციან, მაგრამ მაინც იტყუებიან. კალაძემ იშრომა და ისე აქვს – რაც აქვს, აი თქვენ იკითხეთ ტვ პირველის მანქურთებო, ქართული ჯარის, ევროპელი პენსიონერების, მევახშეებისგან ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული რომ მიგაქვთ სახლში”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
ასევე იხილეთ